საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – იტალიანისტიკა საქართველოში: ლიტერატურულ-ენობრივი პარადიგმები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრა  28-29 ოქტომბერს  გამართავს დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლისთავისადმი  მიძღვნილ  სამეცნიერო კონფერენციას – იტალიანისტიკა საქართველოში: ლიტერატურულ-ენობრივი პარადიგმები.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • იტალიური ლიტერატურა
  • იტალიური ლინგვისტიკა
  • თარგმანი და ქართულ-იტალიური ურთიერთობები
  • იტალიური ლექსიკოგრაფია
  • იტალიური ენის სწავლების მეთოდიკა

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 15 სექტემბრამდე თეზისები უნდა გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე: alighieri700@gmail.com
 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენციის ჩატარების ფორმატი განისაზღვრება ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

თეზისების გაფორმების წესი: 

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

აკადემიური ხარისხი;

ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

ტექსტის მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა.

 

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

 

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

საკონტაქტო პირები: 

ასოც. პროფესორი მაია ჯავახიძე

599104315

სტუდენტი მარიამ გვასალია

598008661

თსუ, V კორპუსი, ოთახი 220

 

თარიღი: 14/04/2021